English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ ბერიძე
ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები (საქართველოს მაგალითზე)

         სტატიაში განხილულია ეკონომიკის ფუნქციონირების ფაქტორები - მიწა, კაპიტალი, შრომა. სტატია შედგება ქვეთავებისგან, რომელშიაც განხილულია ინვესტიციების ხარისხობრივი განმსაზღვრელები; მოცემულია ეკონომიკის ფუნქციონირების ფაქტორული ანალიზი; განსაზღვრულია ინვესტიციების შესაძლებლობების როლი ეკონომიკაში; ეკონომიკის გადახურების, ეკონომიკაში კორუფციისა და სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხი.
    განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფაქტორებში ინვესტიციის საკითხებს და მათ შესაძლებლობებს. შემოთავაზებულია ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ინტენსიურობის გაზომვის იდეა - ხარისხობრივად და რაოდენობრივად. პირველ შემთხვევაში განხილულია ინვესტიციების შინაარსი მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, საფინანსო მომსახურებაში, არასაწარმოო სფეროში და ა.შ., მეორე შემთხვევაში კი ამ ინვესტიციების მოცულობა. წამოყენებულია ჰიპოთეზა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის გადახურება, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და ეკონომიკაში კორუფციის გაჩენას, რაც შეანელებს მის ეკონომიკურ ზრდას. ე.წ.  „წარმოების შესაძლებლობების მრუდმა“ შეიძლება პირობითად იმოქმედოს ეკონომიკაში გადაჭარბებული ინვესტიციების შემზღუდველად. ზედა წერტილი, რომელიც მდებარეობს საწარმოო შესაძლებლობების მრუდის გარეთ (მიუწვდომლობა), პირობითად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებული ინვესტიციის მიზანშეწონილობის მანიშნებელ წერტილად.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიცია, ეკონომიკის ფუნქციონირების ფაქტორები, საინვესტიციო შესაძლებლობები, საწარმოო შესაძლებლობების მრუდი, ეკონომიკის გადახურება, კორუფცია, საინვესტიციო პოლიტიკა.